უთანხმოება ფიფასა და ურუგვაის შორის - სამხრეთამერიკელებს მაისურიდან 2 ვარსკვლავის წაშლას სთხოვენ
მოულოდნელი უთანხმოება შეიქმნა ფიფასა და ურუგვაის ნაკრებს შორის.
ორგანიზაცია ითხოვს, რომ ურუგვაის ეროვნული ნაკრების მაისურს 4-ს ნაცვლად მხოლოდ 2 ვარსკვლავი ეხატოს და ამის საჭიროების შესახებ მის ტექნიკურ სპონსორ Puma-ს უკვე შეატყობინა.
ურუგვაი კი ფიფას აზრს არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
სამხრეთამერიკული ნაკრების შემთხვევაში, 4 ვარსკვლავიდან 2 მსოფლიო ჩემპიონობას ნიშნავს, 2 კი - ოლიმპიურ ჩემპიონობას.
თუმცა, უთანხმოება იმის გამო იმქნება, რომ ფიფას დადგენილებით, მაისურებზე დატანილი უნდა იყოს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობის ვარსკვლავები, ოლიმპიადა კი მისი ეგიდით საერთოდ არ იმართება.
თავის მხრივ, ურუგვაის პოზიციაც გასაგებია - მათ ოლიმპიური თამაშები 1924 და 1928 წლებში მოიგეს - მაშინ კი, ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი თანაბარი დონის ტურნირებად მოიაზრებოდნენ.
თუმცა, დიდი ალბათობით, უკვე სექტემბრის მატჩებში ურუგვაის ნაკრების მაისურს 4-ს ნაცვლად 2 ვარსკვლავი ექნება ამოქარგული.