ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ხურავს

მანჩესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ხურავს
თარიღი 04 აგვ 2021, 14:33

„მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ „სიტი“ ინგლისის ნაკრების შემტევში 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის. 

თუ ტრანსფერი მართლაც შედგა, ეს იქნება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - გრილიში 5 წლის რეკორდს დაამხობს, რომელიც პოლ პოგბას ეკუთვნის.

2016 წელს, „იუნაიტედმა“ „იუვენტუსიდან“ პოლ პოგბა 86 მილიონ ფუნტად დაიბრუნა და ეს დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ინგლისური ტრანსფერია. 

ჯეკ გრილიში „ასტონ ვილას" აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წლიდან ირიცხება, Transfermarkt მას 65 მლნ ევროდ აფასებს.