ავტორიზაცია

ლუი ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში დანიშვნაზე ისაუბრა

ლუი ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში დანიშვნაზე ისაუბრა
თარიღი 04 აგვ 2021, 16:01

ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, თანამდებობაზე დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

„ჰოლანდიური ფეხბურთი ყოველთვის ახლოს მქონდა გულთან და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, ჩემი აზრით, საკვანძო პოზიციაა ფეხბურთის განვითარებისთვის.

ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება დიდი პატივია, სულ ცოტა დრო დარჩა უახლოეს საკვალიფიკაციო მატჩებამდე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი იქნება.

ამიტომ, ახლა ჩვენ 100%-ით კონცენტრირებულები ვართ ფეხბურთელებსა და თამაშზე. ბოლოს და ბოლოს, მე სწორედ ამისთვის დამნიშნეს. ზოგ ფეხბურთელს უკვე ვესაუბრე. ერთად მუშაობას მოუთმენლად ველოდები.“ - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ვეტერანი ჰოლანდიელი ნაკრებს სათავეში 2000-2001 და 2012-2014 წლებში ედგა. ამ თანამდებობაზე მან კარიერაში მესამედ დაინიშნა და ფრანკ დე ბური შეცვალა, რომელიც ნაკრებიდან წარუმატებელი ევრო 2020-ს შემდეგ გაუშვეს.