ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილმა ფორვარდმა საუთჰემპტონი ასტონ ვილაზე გაცვალა
„საუთჰემპტონის“ ინგლისელი ფორვარდი დენი ინგსი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.
ბირმინგემულ გუნდთან 29 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი „ვილას“ 35 მილიონი ევრო დაუჯდა.
„დენი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც გოლებს ყველა გუნდში იტანდა, სადაც თამაშობდა. ის დიდი პროფესიონალია საუცხოო მენტალიტეტით. მიხარია, რომ მას ჩვენს გუნდში მივესალმები.“ - დასძინა „ასტონ ვილას“ მწვრთნელმა დინ სმიტმა.
„საუთჰემპტონში“ ინგსი 2018 წლიდან თამაშობს, სადაც „ლივერპულიდან“ გადავიდა ჯერ იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი ტრანსფერით.