ავტორიზაცია

შაქირის სავარაუდო ახალი გუნდი ცნობილია

შაქირის სავარაუდო ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 05 აგვ 2021, 11:52

Corriere dello Sport-ის თანახმად, "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი უდიდესი ალბათობით რომის "ლაციოში" გადავა. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ.

მერსისაიდულ კლუბს თხოვნით მიმართა თავად შვეიცარელმა ვინგერმა, რომელსაც სურს, რომ ტრანსფერი განხორციელდეს რაც შეიძლება დაბალ ფასში და მარტივად.

კონკრეტული თანხა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა იტალიურ პრესაში ხუმრობენ, რომ "წითლების" გარემარბი "არწივებშის" რიგებში ფაქტიურად უფასოდ გადავა.

შეგახსენებთ, 29-წლის გარემარბი "სქაუზერი" არის 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 63 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა. წარმოშობით ალბანელი "ენფილდზე" "სტოკიდან" გადმოვიდა.