ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა 16-წლის გრილიშის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში?

რატომ ჩაიშალა 16-წლის გრილიშის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში?
თარიღი 05 აგვ 2021, 17:02

ბირმინგემის "ასტონ ვილას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა განაცხადა, რომ წლების წინ, ჯეკ გრილიში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან იყო ახლოს.

"ხალხი გრილიშს ურჩევდა ასტონ ვილას დატოვებას და მანჩესტერში გადასვლას. სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ ის მთავარ გუნდში სულ რაღაც 16 წლის ასაკში. ამით, ინგლისელს ნდობა გამოვუცხადეთ.

მის შესანარჩუნებლად გავაკეთეთ ყველაფერი, რადგან ჯეკზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იმ დროს არავინ იყო", - განაცხადა შოტლანდიელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, "ლომების" კაპიტანი ძალიან მალე გახდება "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.