ლივერპულმა შაქირის ფასი დაადო - შვეიცარიელით ოთხი გუნდი ინტერესდება

„ლივერპულის“ შემტევი ნახევარმცველი შერდან შაქირი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.
შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობას წასვლის სურვილი ღიად გამოუთქვა და ისიც განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა რომის „ლაციოში“ სურს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „ლივერპულს“ შაქირის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება უნდა.
„ლაციოს“ გარდა, შაქირის შეძენით „ნაპოლი“, „სევილია“ და „ვილიარეალი“ ინტერესდებიან.
შვეიცარიელ შემტევს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - ადრე ის „ინტერის“ მაისურით თამაშობდა.