ავტორიზაცია

ინგლისის პოლიციამ ევრო 2020-ს ფინალის შემდგომ რასისტული შეურაცხყოფებისთვის 11 ადამიანი დააკავა

ინგლისის პოლიციამ ევრო 2020-ს ფინალის შემდგომ რასისტული შეურაცხყოფებისთვის 11 ადამიანი დააკავა
თარიღი 05 აგვ 2021, 20:13

ინგლისის პოლიცია ევრო 2020-ს ფინალის შემდეგ გამოძიებას დღემდე აგრძელებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ამჟამად პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 11 ადამიანი, რომლებიც, ფინალის შემდეგ, ბუკაიო საკას, ჯეიდონ სანჩოს და მარკუს რაშფორდის მიმართულებით რასისტულ შეურაცხყოფებს წერდნენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ფეხბურთელებმა გააცუდეს თერთმეტმეტრიანები განვლილ ფინალში, რომელშიც ინგლისი იტალიასთან დამარცხდა.

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ჯგუფი ხორვატიას, ჩეხეთს და შოტლანდიას მოუგო, მერვედფინალში გერმანიის ბარიერი დაძლია, შემდეგ - უკრაინის, ნახევარფინალში კი დანიის.

ფინალური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტებში კი იტალია უკეთესი აღმოჩნდა და ევროპის ჩემპიონიც გახდა.