ავტორიზაცია

ბრენდან როჯერსმა ჯეიმს მედისონის არსენალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბრენდან როჯერსმა ჯეიმს მედისონის არსენალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 05 აგვ 2021, 21:44

„ლესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, ჯეიმს მედისონის შესაძლო გაყიდვაზე ისაუბრა, რომლითაც ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად ინგლისელი ნახევარმცველი მზადაა სათამაშოდ „ემირეითსზე“ გადაბარგდეს.

„მგონია, რომ ის დარჩენა. ის თავდაუზოგავად შრომობს ვარჯიშებზე. ახლა წელიწადის ის დროა, როცა უამრავი ჭორი და სპეკულაცია იწერება.

მედისონი - გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ახალ სეზონში ის დაამტკიცებს, რომ ტოპ-დონის მოთამაშეა.“ - ციტირებს როჯერსის სიტყვებს BBC.

მედისონი „ლესტერში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელბშიც 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.