ოფიციალურად: ლეო მესი ბარსელონას ტოვებს

ოფიციალურად: ლეო მესი „ბარსელონას“ ტოვებს.
კატალონიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი გახანგრძლივებული არ იქნება.
„მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგის რეგულაციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.“ - წერს „ბარსელონა“ ოფიციალურ განცხადებაში.
გუშინ ყველა ავტორიტეტული გამოცემა წერდა, რომ ლეო მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს - მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება დარჩა.
თუმცა, რამდენიმე საათის წინ Marca-მ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მხარეებს შორის გარკვეული პრობლემები შეიქმნა და არგენტინელი წასვლასთან არის ახლოს და რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია ოფიციალურად „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.