VIDEO: დასანანი მარცხი - დინამო ბათუმმა გოლი ბოლო წამზე გაუშვა
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "სივასპორი" დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბათუმი არენაზე" სრული ანშლაგი იყო.
პირველ ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და მომენტებიც ჰქონდა, თუმცა გოლი არ გასულა.
54-ე წუთზე თურქთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელმა ზუსტად მამუჩაშვილმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.
სამწუხაროდ, ბათუმელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 75-ე წუთზე გაუშვეს. ბოლო წამზე კი სახიფათო შეტევა "სივასპორის" გოლით დასრულდა - 1:2.
ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება უკვე თურქეთში, ზუსტად ერთ კვირაში შედგება.