ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია!

ოფიციალურად: ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია!
თარიღი 05 აგვ 2021, 23:05

ოფიციალურად: ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი შედგა.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ კაპიტნის, ჯეკ გრილიშის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელი მთელი კარიერის მშობლიურ გუნდში გატარების შემდეგ „ეტიჰადზე“ 100 მილიონ ფუნტად გადაბარგდება, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდო ტრანსფერი იქნება.

ახალ გუნდთან ინგლისის ნაკრების შემტევი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აქამდე, ყველაზე ძვირადღირებული ინგლისური ტრანსფერი პოლ პოგბას „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება იყო, რაშიც „წითელმა ეშმაკებმა“ 86 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.