გია გეგუჩაძე: "პირველი 75 წუთი მაღალ დონეზე ვითამაშეთ, შემდეგ იყო შეცდომები"
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "სივასპორს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა.
"ჩემი აზრით, 2 გაშვებული ბურთი მხოლოდ ცენტრალური მცველები ბრალი არ იყო. მათმა ფეხბურთელებმა მაღალი ოსტატობა გამოიჩინეს.
პირველი 75 წუთი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, შემდეგ იყო შეცდომები, დაღლილობა და შედეგიც სახეზეა.
ვპროგრესირებთ და ეს ძალიან მახარებს. მოვიგებთ, თუ წავაგებთ, რაღაცეებ კრიტიკულად უნდა შევხედოთ და შედეგი იქნება", - განაცხადა გეგუჩაძემ.
ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ზუსტად ერთ კვირაში, თურქეთში შედგება