ავტორიზაცია

"რამდენად რეალურია სიტუაციის გამოსწორებისა და მესის დარჩენის შანსი?", - ჟოან ლაპორტას სრული ინტერვიუ ლაივ-რეჟიმში

"რამდენად რეალურია სიტუაციის გამოსწორებისა და მესის დარჩენის შანსი?", - ჟოან ლაპორტას სრული ინტერვიუ ლაივ-რეჟიმში
თარიღი 06 Aug 2021, 13:03

თბილისის დროით 13:00 საათზე იწყება „ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ინტერვიუ, რომელშიც ის ლეო მესისთან კონტრაქტის ვერ გახანგრძლივების საკითხებზე ისაუბრებს.

Goal.ge შემოგთავაზებთ პრეზიდენტის სრულ ინტერვიუს განახლებად რეჟიმში. 

13:09| აქ იმისთვის ვარ, რომ ავხსნა ლეო მესისთან მოლაპარაკებების სიტუაცია. მინდა ვთქვა, რომ ვართ სიტუაციაში, როცა არანაირი საშუალება არ გვაქვს სახელფასო ლიმიტს გავუმკლავდეთ.

გასავალი დღეს კლუბის 110%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არც ფინანსურ ფეირ-პლეის ვასრულებთ და არც ლა ლიგის წესებს ვემორჩილებით. ციფრები იმაზე გაცილებით საშინელია, ვიდრე ოფიციალურად ითქვა.

13:12| ყველაფერი ლა ლიგის ფინანსური ფეირ პლეის წესებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამრიგად, მესის კონტრაქტი ვერ დავარეგისტრირეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასთან შევთანხმდით.

მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გარკვეულ რისკებს იწვევდა და ჩვენ ამ რისკებზე წასვლას ვაპირებდით კიდეც, თუმცა არ გვინდა, რომ კლუბი ამხელა საშიშროების წინაშე დავაყენოთ, წინა ხელისუფლებამ ძალიან, ძალიან ცუდი საქმეები აკეთა.

13:15| ლეოს უნდოდა ბარსელონაში დარჩენა, იგივე სურვილი გვქონდა ჩვენც. მადლობა მას ამდენთვიანი მოლაპარაკებების გამო, მისი სურვილი ნამდვილად დარჩენა იყო.

13:17| ესპანეთის ლიგაში არსებობს წესი, რომლის გათვალისწინებაც ყველას გვიწევს, თუმცა ის გაცილებით მოქნილი უნდა იყოს.

13:18| მესი აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს, მან „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილი მაქსიმალურად გამოთქვა. დამწუხრებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ „ბარსელონასთვის“ გავიღე ყველაფერი, რაც შემეძლო.

13:20| დღეს, „ბარსელონაში“ ახალი ერა იწყება - ლეოს შემდგომი ცხოვრებაც არსებობს. 

რამდენად მაღალია შანსი სიტუაცია გამოვასწოროთ და მესი მაინც გავიფორმოთ? არ მინდა, მცდარი იმედები გავაჩინო, ჩვენ დედლაინი გვქონდა, რადგან ლა ლიგა მალე იწყება... მესის სხვა ვარიანტებიც აქვს.

13:22| თავიდან, ჩვენ ორწლიან კონტრაქტზე მოვილაპარაკეთ, შემდეგ - ხუთწლიანზე. თუმცა, არცერთის გაფორმება შესაძლებელი არ აღმოჩნდა. 

13:25| სახელფასო ლიმიტი გულისხმობდა იმას, რომ ფეხბურთელისთვის 25 მილიონის შეთავაზების შემთხვევაში, ჩვენ ხელფასები 100 მილიონით უნდა შეგვემცირებინა. ლეოსთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, ხელფასები საგრძნობლად უნდა შეგვემცირებინა.

შევეცადეთ, ფეხბურთელებს დავლაპარაკებოდით, თუმცა ეს ადვილი არ იყო, რადგან ყველას თავისი კონტრაქტი აქვს.

13:28| ლიონელ მესისთან მოლაპარაკებები დასრულდა!

დეპაი, აგუერო და სხვა ფეხბურთელები დღეს აქ არიან, იმიტომ, რომ გარკვეულ პირობებს დათანხმდნენ.

13:29| იმაზე მოტივირებულები ვართ, ვიდრე ოდესმე. ჩვენგან უდიდესი შრომა იქნება საჭირო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ნამდვილი გამოწვევაა, რომ მესის გარეშეც „ბარსელონამ“ სიამოვნების მინიჭება გააგრძელოს.

13:33| „დარწმუნებული ვარ, მესის შემდგომი ერაც ძალიან წარმატებული იქნება.

სამწუხაროდ, კოვდი19-ის გამო ლეოს ვერ ვაგებთ იმ პატივს, როგორსაც ის იმსახურებს. სტადიონი გავსებული ვერ იქნება.

ვთქვი, რომ მასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ყველაფერს გავაკეთებდი, რის საშუალებასაც კლუბის ფინანსური შესაძლებლობები მომცემდა. სიტუაცია გამოუსწორებელი გახდა, რადგან სახელფასო ლიმიტი საერთოდ არ გვაქვს.

13:36| გადაწყვეტილება მისაღები იყო... და მე ის მივიღე!

13:37| ორი დღის წინ მივხვდი, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. გუშინ, ხორხე მესისთან ბოლო მოლაპარაკებები მქონდა, ეს ძალიან რთული ორი თვე აღმოჩნდა. 

13:39| მესის გარეშეც კი, ჩვენ ხელფასების ლიმიტს გადაცილებულები ვართ. 

13:43| გარკვეულწილად, გაუწყვიტო კონტრაქტი ფეხბურთელს, რომელსაც ხელშეკრულება წინა ხელმძღვანელობამ გაუფორმა - შესაძლებელია, მაგრამ ეს სარისკოა და შესაძლოა, სასამართლოში დამარცდე.

13:46| ლეოს დარჩენა უნდოდა და შესაბამისად ის ახლა ბედნიერი ვერ იქნება. ყველას სურდა, რომ ის დარჩენილიყო, შესაბამისად ის ახლა ჩვენსავით რეალობას ეგუება. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ სადაც არ უნდა წავიდეს. „ბარსა“ ყოველთვის მისი სახლი იქნება.

ლა ლიგას სურდა მესი აქ დარჩენილიყო, თუმცა ისინი გვთხოვენ, რომ რეგულაციებს დავემორჩილოთ და ეს ლოგიკურიცაა. ჩვენ წინა ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი საშინელი მენეჯმენტის გამო სიტუაციას ვერ ვასწორებთ.

13:48| ხორხე მესი ძალიან კორექტული იყო და არასდროს არაფერი ექსტრაორდინალური არ მოუთხოვია.

ზარი ლა ლიგისგან, სადაც იტყვიან, რომ ლიმიტი შეიძლება შეიცვალოს? ამაზე ფანები ოცნებობენ, რა თქმა უნდა მეც წარმომიდგენია მსგავსი რამ, მაგრამ რეალობა ის არის, რასაც მე გეუბნებით.“ 

მესის გარეშე, კლუბის ხარჯი ხელფასებზე შემოსავლის 95%-ს შეადგენს.

13:52| ეს „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ივენთია და ამიტომ მთელ გასახდელს ვესაუბრე. მათ ავუხსენი, რომ ახალი ერა იწყება, რომ ახლა პროტაგონისტები ისინი არიან და მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ მოგება შეგვიძლია.

ჩვენი დათვლებით, ფეხბურთელები, რომლებიც წელს დავიმატებთ, დარეგისტრირებულები იქნებიან.

13:55| სეზონს საგრძნობი დანაკარგით დავასრულებთ, იმაზე დიდით ვიდრე ველოდით. თუმცა, სიტუაცია იმედისმომცემი და ოპტიმისტურია.

საფეხბურთო ინდუსტცია გირჩევს, რომ სახელფასო ლიმიტი კლუბის შემოსავლის 65-70%-ს არ აღემატებოდეს, ახლა კი ის 95%-ს შეადგენს.

13:58| ჩვენ ვალების შემცირების პროცესში ვართ. მსოფლიოში ბარსას მიმართ უდიდესი ინტერესია და სულ მალე, კარგ ამბავსაც შეგატყობინებთ.

14:00| მესის იქნება ისეთი გამოსამშვიდობებელი ცერემონია, როგორსაც თავად მოისურვებს.

14:01| „პსჟ“? არ ვიცი, მართლა. ისინი მისით ინტერესდებოდნენ, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა კონკრეტული საუბარი.

შემადგენლობა დახურული არ არის, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა გახსნილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

14:06| ჩვენ ვიყავით მისული სიტუაციამდე, როცა ერთმანეთს ხელიც კი ჩამოვართვით.

მინდოდა, საერთო პრესკონფერენცია გვქონოდა, მაგრამ სიტუაცია გულდასაწყვეტია, ორივე მხარეს.