ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 07 Aug 2021, 15:57

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს ჯესი ლინგარდს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას წითელი ეშმაკების ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

28 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ამჟამად გუნდისგან იზოლირებულია და დღეს, 7 აგვისტოს „ევერტონთან“ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ შეხვედრას ასევე გამოტოვებენ მცველები ჰარი მაგუაირი და ლუკ შოუ და ასევე ფორვარდი, ანტონი მარსიალიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „მანიუმ“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ თანაქალაქელ „მანსიტის“ ჩამორჩა.

ამ ზაფხულს „იუნაიტედი“ ტრანსფერებზე ძალიან აქტიურობს და ჯეიდონ სანჩოს და რაფაელ ვარანის შეძენა უკვე მოასწრო.