73 მატჩი ამ სეზონში - პედრიმ ბრუნო ფერნანდეში ჩამოიტოვა
ამ წუთებში ესპანეთი ოლიმპიური თამაშების ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშობს.
18 წლის ესპანელი ნახევარმცველი პედრი 2020/21-სეზონში 73-ე მატჩს ატარებს და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.
აქამდე, პედრი საუკეთესოობას პორტუგალიის ნაკრების და „მან.იუნაიტედის“ ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშთან იყოფდა, ორივეს ანგარიშზე 72 ჩატარებული შეხვედრა იყო.
ახლა კი, ესპანელი ერთპიროვნულად გალიდერდა - მსოფლიო ფეხბურთში ტოპ-დონეზე ამ სეზონში მასზე მეტი მატჩი ჩატარებული არავის აქვს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადამდე, პედრიმ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზეც ითამაშა, ნახევარფინალამდე მივიდა და უეფას მიერ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.
საკლუბო დონეზე პედრიმ „ბარსას“ მაისურით 52 მატჩში ჩაატარა და 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.