აბრამოვიჩი მესის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა ლეოსთვის ბრძოლაში ფავორიტი სხვა კლუბია
"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის წარმომადგენლებს შეხვდა, წერს Diario AS.
ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, რუს ბიზნესმენს არგენტინელის ლონდონურ კლუბში ხილვა სურს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" "ინტერის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს დამატებასთან არის ახლოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს მესის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ გარიგებაზე.
აქამდე, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კლუბი მესისთვის არ იბრძოლებს. ლეოს დამატების მთავარი პრეტენდენტი, მედიის ცნობით, "პსჟ"-ა.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი 2000 წლიდან "ბარსელონას" სისტემაში ირიცხებოდა. გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო.