ავტორიზაცია

VIDEO: ლესტერმა მანჩესტერ სიტის ბოლო წუთებზე გაუტანა და ინგლისის სუპერთასს დაეუფლა

VIDEO: ლესტერმა მანჩესტერ სიტის ბოლო წუთებზე გაუტანა და ინგლისის სუპერთასს დაეუფლა
თარიღი 07 აგვ 2021, 22:16

ინგლისის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ლესტერი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "უემბლიზე" გამართული შეხვედრა "მელიების" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე კელეჩი იჰეანაჩომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

მატჩის მთავარი არბიტრი პოლ ტირნი გახლდათ. მისი ასისტენტები იან ჰასინი და ნილ დევისი იყვნენ. სარეზერვო არბიტრად პიტერ ბენქსმა იმუშავა.

"ლესტერმა" ინგლისის სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 1971 წელს მოხდა. "მანჩესტერ სიტის" ტიტული 6-ჯერ აქვს მოგებული (1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019).

ცნობისთვის, ინგლისის სუპერთასის რეკორდსმენი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც 21-გზის ჩემპიონია.

ვიდეომიმოხილვა