ავტორიზაცია

კრისტალ პალასმა კლაინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

კრისტალ პალასმა კლაინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
თარიღი 07 აგვ 2021, 23:42

"კრისტალ პალასმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით მცველ ნათანიელ კლაინთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახლდათ.

კლაინი "კრისტალ პალასის" აღზრდილია. მშობლიურ კლუბში იგი 2020 წლის შემოდგომაზე "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა.