ავტორიზაცია

ლოკატელის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაიშალა, იუვენტუსი პიანიჩზე გადაერთო

ლოკატელის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაიშალა, იუვენტუსი პიანიჩზე გადაერთო
თარიღი 07 აგვ 2021, 23:45

"იუვენტუსსა" და "სასუოლოს" შორის ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ტურინელები 23 წლის იტალიელის არენდაში 5 მილიონ ევროს ჩამოდიან, 20 მილიონად შემდგომი შესყიდვის უფლებით, "სასუოლოს" კი სრულფასოვანი ტრანსფერი და უმალვე 35-40 მილიონის მიღება უნდა, წერს Sportmediaset.

გართულებულ სიტუაციაში "ბიანკონერიმ" ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა დაიწყო და "ბარსელონადან" ჰავბეკ მირალემ პიანიჩის დაბრუნების საკითხს მიუბრუნდა.

31 წლის ბრაზილიელი მზად არის ტურინში დაბრუნებისთვის ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

გასულ სეზონში პიანიჩმა "ბარსას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა.