ავტორიზაცია

ატლეტიკოს გოლკიპერი შესაძლოა ლილში გადავიდეს

ატლეტიკოს გოლკიპერი შესაძლოა ლილში გადავიდეს
თარიღი 07 აგვ 2021, 23:48

"ატლეტიკოს" გოლკიპერი, ივო გრბიჩი ამ ზაფხულს შეიძლება "ლილში" გადაბარგდეს, წერს Sky Sport.

ფრანგულ კლუბს 25 წლის ხორვატის ხელში ჩაგდება უნდა.

"ლილის" ძირითადი კიპერი მაიკ მენიანი ამ ზაფხულს 13 მილიონ ევროდ "მილანში" გადავიდა.

2020/21 წლების სეზონში გრბიჩმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარი მშრალად შეინახა.