ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მარსელის მცველს უმიზნებს

ვესტ ჰემი მარსელის მცველს უმიზნებს
თარიღი 07 აგვ 2021, 23:50

"ვესტ ჰემი" "მარსელის" მცველ დუჟე ჩალეტა-ცარისთვის იბრძვის, წერს L'Equipe.

გავრცელებული ცნობით, "ჩაქუჩებმა" 24 წლის ხორვატის ტრანსფერზე 14 მილიონ ევროიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს + 3 მლნ ბონუსების სახით.

როგორც აღინიშნება, "მარსელი" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონს ითხოვს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

2020/21 წლების სეზონში ჩალეტა-ცარმა 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.