ავტორიზაცია

ევერტონი და ინტერი პსვ-ს მცველით ინტერესდებიან

ევერტონი და ინტერი პსვ-ს მცველით ინტერესდებიან
თარიღი 07 აგვ 2021, 23:52

"პსვ"-ს მცველმა, დენზელ დამფრისმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ჰოლანდიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან წასვლას აპირებს.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ევერტონი" და "ინტერი" ინტერესდებიან. "პსვ" მზად არის იგი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს.

2020/21 წლების სეზონში დამფრისმა "პსვ"-ს მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა. დენზელს "პსვ"-სთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.