ავტორიზაცია

სერხიო რომერო ლა ლიგის კლუბში გადადის

სერხიო რომერო ლა ლიგის კლუბში გადადის
თარიღი 07 აგვ 2021, 23:57

"გრანადა" გოლკიპერ სერხიო რომეროსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის, წერს Ideal.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურ კლუბთან 34 წლის არგენტინელი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

როგორც აღინიშნება, უახლოეს პერიოდში ფეხბურთელი გრანადაში ბუენოს აირესიდან ჩავა, სადაც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ამ დროისთვის რომერო თავისუფალი აგენტია. იგი 2015 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდა.