ავტორიზაცია

ვესტ ჰემი ფიორენტინას მცველში 18 მილიონ ევროს იხდის

ვესტ ჰემი ფიორენტინას მცველში 18 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 08 აგვ 2021, 00:00

"ვესტ ჰემი" "ფიორენტინას" მცველ ნიკოლა მილენკოვიჩისადმი იჩენს ინტერესს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის სერბეთის ნაკრების 23 წლის უკანახაზელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თავად ფეხბურთელს "ჩაქუჩები" 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 2,5-მილიონიანი ხელფასით. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მილენკოვიჩს "იებთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში "ფიორენტინას" მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.