ავტორიზაცია

ევერტონმა მცველი შეფილდ უენსდეიში გაანათხოვრა

ევერტონმა მცველი შეფილდ უენსდეიში გაანათხოვრა
თარიღი 08 აგვ 2021, 00:03

"ევერტონმა" მცველი, ლიუის გიბსონი გაანათხოვრა.

ინფორმაციას "კანფეტების" ოფიციალური საიტი ადასტურებს.

21 წლის ინგლისელი 2021/22 წლების სეზონს "შეფილდ უენსდეიში" გაატარებს.

გასულ სეზონში გიბსონმა არენდით "რედინგში" იასპარეზა, სადაც 13 მატჩი ჩაატარა.