VIDEO: არაამხანაგური მატჩი! ბეტისი - რომას შეხვედრაში მოედნიდან მოურინიო და იტალიელების კიდევ 3 ფეხბურთელი გააძევეს
გუშინ 7 აგვისტოს „ბეტისი“ და „რომა“ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა „ბეტისის“ სასარგებლოდ 5:2 დასრულდა, მაგრამ უფრო მეტად თვალშისაცემი გაძევებების გამო გახდა.
2:2-ზე ალექს მორენომ ესპანური გუნდი წინ გაიყვანა, მოურინიოს მოეჩვენა, რომ გოლის ეპიზოდში ესპანელმა ხელით ითამაშა და არბიტრთან კამათი დაიწყო, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. გარდა ამისა, რეფერიმ გააძევა ლორენცო პელეგრინი, მალევე მეორე ყვითელი მიიღო ჯოვანი მანჩიმი, მატჩის მიწურულს კი მოედნიდან რიკ კარსდორპი გააძევეს.
შესაბამისად, მატჩს „რომა“ 8 კაცით ასრულებდა.