ავტორიზაცია

ბრესტის მწვრთნელი: "ჩვენი ნაგავი ლიგისთვის მესისნაირი ფეხბურთელის გადმოსვლა უდიდესი ამბავია, ის აღმაგზნებს"

ბრესტის მწვრთნელი: "ჩვენი ნაგავი ლიგისთვის მესისნაირი ფეხბურთელის გადმოსვლა უდიდესი ამბავია, ის აღმაგზნებს"
თარიღი 08 აგვ 2021, 11:21

„ბრესტის“ მთავარმა მწვრთნელმა მიშელ დერ ზაკარიანმა, ლეო მესის „პსჟ-ში“ სავარაუდო გადასვლაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ნაგავი ლიგა გვაქვს, მაგრამ თუ მესისნაირი ფეხბურთელი მოვიწვიეთ, ეს უდიდესი ამბავი იქნება.

არ ვაპირებ ზრდილობიანი ვიყო, როგორც ფეხბურთელი ის ნამდვილად აღმაგზნებს.“ - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს Get French Football News.

შეგახსენებთ, რომ მესისთან კონტრაქტის ვერ გახანგრძლივების შესახებ „ბარსელონამ“ ოფიციალურად 5 აგვისტოს დაადასტურა და მაშინვე, არგენტინელთან მოლაპარაკებები „პსჟმ“ წამოიწყო.

პარიზელებსა და ლეოს შორის ყველაფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია - არგენტინელი გუნდთან 2+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი 35-დან 40 მილიონ ევრომდე იქნება.