დანი ალვეშმა თავის ისედაც დიდებულ კარიერას კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა მიამატა
ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა თავის კარიერულ მიღწევებს ოლიმპიური ოქროც მიამატა.
Opta Joao-ს ინფორმაციით, 38 წლისა და 93 დღის ასაკში, დანი ალვეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მამაკაცთა ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების ფინალში ბრაზილიამ ესპანეთს 2:1, ექსტრა ტაიმში მოუგო.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მატეუს კუნიამ გახსნა, მეორე ნახევარში მიკელ ოიარსაბალმა ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი მალკომმა მეორე ექსტრა-ტაიმში შეაგდო.
დანი ალვეშისთვის ეს კარიერაში 43-ე ტიტულია და მან ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.