გრილიშმა მანჩესტერ სიტიში თავისი დებიუტი შეაფასა, რომელშიც სიტი ლესტერთან სუპერთასზე დამარცხდა
„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ჯეკ გრილიშმა, „ლესტერთან“ გამართულ სუპერთასზე საკუთარი დებიუტი შეაფასა.
ინგლისელი შემტევი, რომელიც გვარდიოლას გუნდს „ასტონ ვილადან“ შეუერთდა, მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა „სიტის“ მოგების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე „ლესტერის“ თავდამსხმელმა, კელესი იჰეანაჩომ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
„წარუმატებელი შედეგი მაგრამ უდიდესი პატივია ჩემთვის ამ კლუბის მაისურით დებიუტი და სასიხარულო დახვედრა. მოუთმენლად ველი შემდეგ უიქენდს.“ - წერს გრილიში სოციალურ ქსელში.
ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში" „ასტონ ვილადან" 100 მლნ ფუნტად გადავიდა, რაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.