ავტორიზაცია

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ვრჩები, საამისოდ ყველაფერი გავაკეთე", - ლეო მესის გამოსამშვიდობებელი პრესკოფერენცია სრულად

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ვრჩები, საამისოდ ყველაფერი გავაკეთე", - ლეო მესის გამოსამშვიდობებელი პრესკოფერენცია სრულად
თარიღი 08 Aug 2021, 14:04

ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია „კამპ ნოუდან“. 

14:08| ბოლო დღებია მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება ვთქვა. სიმართლე ისაა, რომ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ეს ჩემთვის ძალიან რთულია, აქ მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული და ამისთვის მზად არ ვარ. - დაიწყო მესიმ ატირებულმა.

14:09| მე და ჩემი ოჯახი დარწმუნებულები ვიყავით, რომ აქ ვრჩებით, ჩვენს სახლში. გვეგონა, რომ ბარსელონაში დავრჩებოდით. 

14:09| დღეს, ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო. 13 წლიდან დღემდე, 21 წლის შემდეგ, მე, ჩემი მეუღლე და სამი პატარა შვილი საკუთარ სახლს ვტოვებთ. 

14:10| ეჭვიც კი არ მეპარება, რომ რამდენიმე წელში, ჩვენ აქ დავბრუნდებით, რადგან ეს ჩვენი სახლია.

14:11| ძალიან მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ხალხმა დამანახა. მე დამშვიდობებაც სხვანაირი წარმომედგინა - გადავსებულ კამპ ნოუზე, სადაც ხალხთან ახლოს ვიქნებოდი და ნორმალურად დავემშვიდობებოდი. თუმცა, პანდემიის გამო, ეს ასე უნდა იყოს და თუ ასეა საჭირო, რა გაეწყობა.

14:12| გასულ წელს ხალხის წინაშე თამაში პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ. კლუბს ვტოვებ ისე, რომ წელიწადნახევარია ფანები არ მინახავს. ნამდვილად სხვანაირ დამშვიდობებას ვისურვებდი.

14:13| იმედია, ერთ დღესაც დავბრუნდები კლუბში, რათა კლუბს კიდევ უფრო მეტი მივცე და „ბარსამ“ მსოფლიოში საუკეთესოობა გააგრძელოს.

14:15| ახლა ყველაზე კარგი იქნება თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, მადლობა ყველას. 

შენ ულამაზეს მომენტებზე, ტიტულებზე საუბრობდი. რომელია შენთვის საუკეთესო მომენტი ამ კლუბში? გოლი, ტიტული...

მხოლოდ ერთის ამორჩევა ძალიან რთული იქნება, უამრავი კარგი მომენტი გადამხდა ამ კლუბში. თუმცა, თუ ერთი უნდა ავარჩიო, ალბათ ჩემს დებიუტს დავასახელებ - ამაზე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და ყოველთვის მემახსოვრება მომენტი, როცა ყველაფერი დაიწყო...

„კონტრაქტის გახანგრძლივება? ყველაფერი შეთანხმებული იყო, ყველამ ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო, მეც, ლაპორტამაც - თუმცა, ბოლო მომენტში გარიგების დახურვა ლა ლიგის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ლაპორტამ სწორედ ასე ამიხსნა.

მე დასარჩენად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. შარშან, არ მინდოდა დარჩენა და ეს ვთქვი კიდეც. წელს კი პირიქით, ჩემი სურვილი დარჩენა იყო, მაგრამ ვერ შევძელი.

„პსჟ“? გულწრფელად ვიტყვი, ეს ერთ-ერთი ვარიანტია. არავისთან ჯერ არაფერი შემითანხმებია. ბევრი ზარი მივიღე კლუბებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან.

14:24| დიდი მადლიერი ვარ იმ კარიერის გამო, რომელიც აქ მქონდა, მოგებული ტიტულებისა და ასევე წაგებების გამო, რადგან მათი დამსახურებით სწავლობ და იზრდები.

დიახ, ეს ნამდვილად არის ჩემი კარიერის ურთულესი მომენტი. უკანდასახევი გზა აღარ არსებობს. ყველაფერი აქ სრულდება.

14:25| დიდ მწუხარებას ვგრძნობ იმის გამო, რომ კლუბს ვტოვებ იმ დროს, როცა ამას საერთოდ არ ველოდი.

14:26| „ბარსელონა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ფეხბურთელები მოვლენ, მხოლოდ ახლა კი არა, მომავალშიც. როგორც ლაპორტამ თქვა, ეს კლუბი ცალკეულ პიროვნებაზე მნიშვნელოვანია. თავიდან უცნაური იქნება, მაგრამ ხალხი მიეჩვევა.

როცა არჩევნები დასრულდა და ლაპორტას ვახშამზე შევხვდი და დაველაპარაკე, იმავე მომენტიდან ვიცოდი, რომ დავრჩებოდი. კონტრაქტი პრობლემა არ ყოფილა, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ, დარჩენაში ეჭვიც არ შემიტანია.“ 

14:28| ამ გულშემატკივრების გამო მე ყველაფერზე ვარ წამსვლელი და დიახ, სიამოვნებით დავბრუნდები მომავალში და გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მივიღებ მონაწილეობას. 

„ცრუ იმედები? არა. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ ვრჩებოდი. ყველაფერი შეთანხმებული იყო, არანაირი პრობლემა. ხალხთან ჩვენ სულ გულწრფელები ვიყავით, ყოველ შემთხვევაში მე - ნამდვილად.

ტებასი? მისთვის სათქმელი არაფერი მაქვს. არასდროს არაფერი მითქვამს, სულ რამდენჯერმე შევხვდი და ზრდილობიანად მივესალმე, მასთან პრობლემა არც მქონია.

„ბარსელონას“ ხალხი კარგად მიცნობს. ყველამ იცის, რომ გამარჯვებული ვარ. კარიერის ბოლო წლებში მინდა, ტიტულები დავიმატო.

ფოტო „პსჟ-ს“ ფეხბურთელებთან? ეს უბრალო დამთხვევაა, ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობა იყო.

„მინდა, დანი ალვეშს ოლიმპიური ოქროს მოგება მივულოცო. მასთან ძალიან ახლოს ვარ.

კიდევ რამდენი წელი ვითამაშებ? არ ვიცი, ეს დამოკიდებულია ცალკეულ სეზონზე და როგორი იქნება ჩემი ფიზიკური კონდიციები.

„კლუბს უდიდესი ვალი აქვს და არ უნდა, რომ ის კიდევ უფრო გაუარესდეს. მე დასარჩენად მაქსიმუმი გავიღე, მაგრამ ვერ მოხერხდა, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

შეგვეძლო, ჩემპიონთა ლიგა კიდე კიდევ ერთხელ მაინც მოგვეგო. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ტურნირის კვლავ მოგება.

ხელფასი 50%-ით დავიკელი, სხვა ჩემთვის არაფერი უკითხავთ და უთხოვიათ. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ.

„ჩემთვის ხელფასის დამატებით კიდევ 30%-ით დაკლება აღარ უთხოვიათ, ეს ტყუილია.“ 

მესის პრესკონფერენციის დასასრული.