ავტორიზაცია

მესი: "ხელფასი 50%-ით დავიკელი და მეტი ჩემთვის არაფერი უთხოვიათ, ეს სიცრუეა"

მესი: "ხელფასი 50%-ით დავიკელი და მეტი ჩემთვის არაფერი უთხოვიათ, ეს სიცრუეა"
თარიღი 08 Aug 2021, 15:56

თავდამსხმელმა ლეო მესიმ აღნიშნა, რომ „ბარსელონაში“ დასარჩენად ყველაფერი გაიღო, რაც შეეძლო.

„ხელფასი 50%-ით დავიკელი, მეტი ჩემთვის არაფერი უთხოვიათ. ჭორები იმაზე, რომ ამის შემდეგ, ხელფასის კიდევ 30%-ით დაკლება მთხოვეს - სიცრუეა. 

მსაგვსი რამ არ მომხდარა, ეს ტყუილია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც ვერ დავრჩი.

გულშემატკივრებთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. გარშემო ბევრი ჭორი იწერება და ხშირად, ეს სულ ტყუილია ხოლმე.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ვუთხრა სიმართლე ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი მომცეს. მე მათთან ერთად ვიზრდებოდი.“ - აღნიშნა ლეომ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე.