ავტორიზაცია

[VIDEO] გოოოოოოოოოლ! ხოჭოლავამ ბრონდბიუს გაუტანა

თარიღი 08 Aug 2021, 19:01

დანიის სუპერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში კოპენჰაგენი დანიურ დერბიში ბრონდბიუს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 2-1 უგებს.

34-ე წუთზე ბრონდბიუს კარში მე-2 გოლი საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა. ეს დედაქალაქელთა მაისურით მისი პირველი გოლი იყო.

დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენს მიმდინარე წლის ზაფხულში შახტარიდან შეუერთდა.