ავტორიზაცია

ატლეტიკო ვულვერჰემპტონის თავდამსხმელს იმატებს

ატლეტიკო ვულვერჰემპტონის თავდამსხმელს იმატებს
თარიღი 08 აგვ 2021, 21:07

"ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელმა, რაფა მირმა კარიერა შეიძლება ესპანეთში გააგრძელოს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ესპანელისთვის "ატლეტიკო" იბრძვის. მადრიდელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.

რაფა მირმა 2020/21 წლების სეზონი იჯარით "უესკაში" გაატარა, სადაც 39 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების რიგებში მირმა 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად ტოკიოში ვერცხლის მედლების პრიზიორი გახდა.