ავტორიზაცია

VIDEO: ბეილის გაცუდებული პენალტი და უგოლო ფრე — რეალი და მილანი ერთმანეთს დაუზავდნენ

VIDEO: ბეილის გაცუდებული პენალტი და უგოლო ფრე — რეალი და მილანი ერთმანეთს დაუზავდნენ
თარიღი 08 აგვ 2021, 22:55

დღეს, 8 აგვისტოს, ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ავსტრიაში, ქალაქ კლაგენფურტში, სტადიონ "ჰიპო არენაზე" გაიმართა და ფრედ დასრულდა - 0:0.

გუნდები მოედანზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობებით გავიდნენ. "რეალს" პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ გარეტ ბეილმა პენალტი გააცუდა. მთელი მატჩის მანძილზე სათამაშო უპირატესობას მადრიდული გრანდი ფლობდა, მაგრამ ამ უპირატესობის გატანილ ბურთში გარდასახვა ვერ მოახერხა. არბიტრის ფინალურმა სასტვენმა უგოლო ფრე დააფიქსირა.

ცნობისთვის, "მილანი" ახალი სეზონის დაწყების წინ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 14 აგვისტოს, "როსონერის" მეტოქე ბერძნული "პანათინაიკოსი" იქნება.

თავის მხრივ, "რეალმა" დღევანდელი მატჩით წინასასეზონო მზადება დაასრულა. უკვე 14 აგვისტოს, "სამეფო კლუბი" ლა ლიგის პირველ ტურში "ალავესს" დაუპირისპირდება.

ვიდეომიმოხილვა