კულიბალის აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები გამართა

"ნაპოლის" მცველმა, კალიდუ კულიბალიმ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება Foot Mercato.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა, ფალი რამადანიმ "პსჟ"-სთან გამართა მოლაპარაკებები, მხარეებმა კონტრაქტი წინასწარ შეათანხმეს.
30 წლის კულიბალი "ნაპოლიში" "გენკიდან" 2014 წელს დაახლოებით 8 მილიონ ევროდ გადავიდა.
გასულ სეზონში სენეგალელმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.