ავტორიზაცია

სეფეროვიჩი შეიძლება რომაში გადავიდეს

სეფეროვიჩი შეიძლება რომაში გადავიდეს
თარიღი 08 აგვ 2021, 23:32

"ბენფიკას" თავდამსხმელმა, ჰარის სეფეროვიჩმა კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის შვეიცარიელი აგენტმა "რომას" შესთავაზა იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბს ედინ ჯეკო დატოვებს. ეს უკანასკნელი "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

სეფეროვიჩს იტალიაში უკვე უასპარეზია, სადაც "ფიორენტინას", "ლეჩესა" და "ნოვარას" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ფორვარდმა პორტუგალიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.