ავტორიზაცია

ლესტერის მცველი ტრავმის გამო 2022 წლამდე ვერ ითამაშებს

ლესტერის მცველი ტრავმის გამო 2022 წლამდე ვერ ითამაშებს
თარიღი 08 აგვ 2021, 23:34

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ გუნდის მცველი, უესლი ფოფანა ტრავმის გამო დიდხანს იუქმებს.

როგორც აღინიშნება, 20 წლის ფრანგი უკანახაზელი 4 აგვისტოს, "ვილიარეალთან" (3:2) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფოფანას ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.