ასტონ ვილამ მანჩესტერ იუნაიტედის მცველი ინათხოვრა
"ასტონ ვილამ" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, აქსელ ტუანზებე ინათხოვრა.
23 წლის ინგლისელი 2021/22 წლების სეზონს ბირმინგემელთა რიგებში გაატარებს.
2020/21 წლების სეზონში ტუანზებემ "ეშმაკუნების" მაისურით 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს "ასტონ ვილაში" უკვე უასპარეზია - 2018 და 2019 წლების სეზონში, ასევე არენდით.