ავტორიზაცია

ნიუკასლი ლივერპულის მცველით ინტერესდება

ნიუკასლი ლივერპულის მცველით ინტერესდება
თარიღი 08 აგვ 2021, 23:44

"ნიუკასლი" "ლივერპულის" მცველ ნათანიელ ფილიპსისადმი იჩენს ინტერესს, წერს The Athletic.

გავრცელებული ცნობით, "კაჭკაჭები" მერსისაიდელებს 24 წლის ინგლისელის შეძენის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

როგორც აღინიშნება, "ლივერპული" ფეხბურთელის შენარჩუნებას როტაციის მოთამაშის რანგში გეგმავს, თუმცა მზადაა გაყიდოს, თუ დაახლოებით 15 მილიონ ფუნტიან წინადადებას მიიღებს.

2020/21 წლების სეზონში ფილიპსმა მერსისაიდელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.