EXCLUSIVE: ლევან შენგელია კარიერას ბელგიაში გააგრძელებს

იყო საუბრები, რომ ლევან შენგელია კარიერას გააგრძელებდა "ბოავიშტაში", თუმცა პორტუგალიაში ტრანსფერი არ შედგა და ფეხბურთელი უკვე სხვა გუნდს შეუთანხმდა.
Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველი შემტევი კარიერას გააგრძელებს "ოუდ-ჰევერლე ლოუვენში", რომელმაც გასული სეზონი იუპილერ ლიგაში მე-11 ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის უკანასკნელი გუნდი იყო "ქონიასპორი", საიდანაც წამოსვლის შემდეგ, ის ფორმის შენარჩუნების მიზნით ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობდა.
ჩვენივე ინფორმაციით, 25-წლის გარემარბი ბელგიურ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შენგელიას ტრანსფერი "ლოუვენში" ძალიან მალე ოფიციალურად დაიხურება.