ჯუღელი: "კვარაცხელიათი 2 ტოპ კლუბი ინტერესდება, მალე მას ახალ გუნდში ვიხილავთ"

ქართველი გულშემატკივარი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანფერის მოლოდინშია.
ბოლო თვეებში, კვარაცხელიას სხვადასხვა გამოცემები ტოპ კლუბებს უკავშირებენ.
ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის თქმით კი მისით 2 გუნდი ინტერესდება.
"12 აგვისტოს შემდეგ, რუბინის პრეზიდენტთან მექნება შეხვედრა, დავილაპარაკებთ და 85-90%-ით კვარაცხელია ტოპ ევროპულ გუნდში წავა.
არის საკმაოდ დიდი ინტერესი ტოტენჰემიდან, ლიდსზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ასევე, დაინტერესებაა იუვენტუსიდანაც", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა