ავტორიზაცია

რეალს იოვიჩის გაშვება უნდა — ცნობილია კლუბი, რომელსაც მადრიდელები ფორვარდის დამატებას სთავაზობენ

რეალს იოვიჩის გაშვება უნდა — ცნობილია კლუბი, რომელსაც მადრიდელები ფორვარდის დამატებას სთავაზობენ
თარიღი 09 აგვ 2021, 20:35

მადრიდის "რეალმა" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი "რომას" შესთავაზა, იტყობინება გამოცემა Football Italia, La Repubblica-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, რომ 23 წლის სერბს რომაულ კლუბში ედინ ჯეკოს ჩანაცვლება შეუძლია, რომელიც უახლოეს პერიოდში "ინტერში" გადავა.

ცნობისთვის, იოვიჩი "რეალს" 2019 წელს შეუერთდა, მის სანაცვლოდ "ბლანკოსმა" "აინტრახტს" 63 მილიონი ევრო გადაუხადა.

ორი წლის განმავლობაში ფორვარდმა მადრიდელთა მაისურით ლა ლიგაში მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2020/21 წლების სეზონი იოვიჩმა იჯარით სწორედ "აინტრახტში" გაატარა, სადაც 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.