ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰოლანდისადმი ინტერესი დაადასტურა
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ კლუბი "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის.
"ტოპ-ფეხბურთელია და როგორც გავიგე, კარგი ბიჭია. მაგრამ ახლა იგი "დორტმუნდში" თამაშობს", - აცხადებს მიუნხენელთა ფუნქციონერი.
"60 გოლი 60 მატჩში. პროფანი უნდა იყო, ასეთი ფეხბურთელით რომ არ ინტერესდებოდე", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Sky Germany.
2020/21 წლების სეზონში ჰოლანდმა ბორუსიელთა რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, 20 წლის ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება 130 მილიონ ევროს შეადგენს.