ტრანსფერი მალე დაიხურება — ცნობილია თანხა, რომელსაც ჩელსი ლუკაკუს სანაცვლოდ გადაიხდის

"ინტერის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ "ჩელსიში" გადასვლასთან არის ახლოს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბელგიელი თავდასხმელი ტრანსფერის დასახურად ლონდონში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. "არისტოკრატები" 115 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ტრანსფერი ოფიციალურად ამ კვირაში დადასტურდება. მოგეხსენებათ, ლუკაკუ "ჩელსის" ღირსებას 2011 წლიდან 2014 წლამდეც იცავდა.
გასულ სეზონში რომელუმ "ინტერის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა
Transfermarkt-ის ვერსიით, ლუკაკუს სატრანსფერო ფასი 100 მილიონს შეადგენს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას "ნერაძურისთან" 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.