ავტორიზაცია

ბარსელონამ კოუტინიო პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდს შესთავაზა

ბარსელონამ კოუტინიო პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გუნდს შესთავაზა
თარიღი 10 აგვ 2021, 12:06

"ბარსელონას" ზარალმა გასულ სეზონში შეადგინა 437 მილიონი ევრო და ფილიპე კოუტინიოს რაც შეიძლება სარდიანად გაყიდვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალად ითვლება.

Liverpool Echo-ს თანახმად, კატალონიელებმა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ყიდვა შესთავაზეს "ევერტონს", თუმცა ინგლისელებისგან მტკიცე უარი მოვიდა.

ლივერპულური კლუბი "ბლაუგრანას" ფლეიმეიქერს არ განიხილავს მისი მაღალი ხელფასის გამო, თუმცა დათმობაზე წასვლის შემთხვევაში, ტრანსფერი რეალური იქნება.

შეგახსენებთ, მერსისაიდელებს წვრთნის რაფაელ ბენიტესი, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრების" მე-14 ნომერთან გასული დეკადის დასაწყისში მილანის "ინტერში" მუშაობდა.