ბონუჩიმ აღიარა, რომ ევრო 2020-ს მოგების გამო დღემდე თავბრუდამხვევ ემოციებს განიცდის
„იუვენტუსის“ იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ აღიარა, რომ ევრო 2020-ზე მოგების გამო, დღემდე თავბრუსდამხვევ ემოციებს განიცდის.
„წარმოუდგენელი ემოციები და შეგრძნებები დღემდე მსტუმრობს. რა თქმა უნდა, ევრო 2020-ს მოგებას ვგულისხმობ.
ვგრძნობ ჩემს საკვანძო როლს დიდ და პატარა გამარჯვებებში. ჩვენ რთულ გზას გავდივართ, სხვადასხვა პირობებში ვვარჯიშობთ.
მე ბევრგან მითამაშია, სხვადასხვა მატჩები მომიგია. როგორც მტვრიან მინდვრებზე, ისე უდიდეს სტადიონებზე.“
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს ევრო 2020-ს ფინალში იტალიამ ინგლისს პენალტების სერიაში მოუგო - ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და იტალიის ერთადერთი გოლი სწორედ ბონუჩიმ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.