ავტორიზაცია

ანდრე გომეში ევერტონსაც აღარ სჭირდება

ანდრე გომეში ევერტონსაც აღარ სჭირდება
თარიღი 10 აგვ 2021, 16:49

„ევერტონის“ ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა შესაძლოა გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ლივერპულური გუნდი მზადაა პორტუგალიელი ნახევარმცველი გაყიდოს და სხვა კლუბებისგან შემოთავაზებებს ელოდება.

გომეშთან პოტენციური განშორება იმას უკავშირდება, რომ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს, პოტენციური გაძლიერებებისთვის ფული სჭირდება.

გომეში „ბენფიკაში“ იწყებდა კარიერას, საიდანაც „ვალენსიაში“ გადავიდა, შემდეგ კი „ბარსელონაში“.