ცნობილია - ითამაშებს თუ არა ჯოვინო სივასპორთან საპასუხო შეხვედრაში?
„დინამო ბათუმის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჯოვინო ფლამარიონმა „სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის მატჩში კუნთი გაიჭიმა და პირველ ტაიმში იძულებითი ცვლილება დასჭირდა.
Goal.Ge-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თურქულ „სივასპორთან“ საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ჯოვინომ იჯარით ვოლგოგრადულ „როტორში“ გაატარა, „დინამო ბათუმში“ დაბრუნების შემდეგ კი 5 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
უეფა კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი „სივასპორი“ – „დინამო ბათუმი“ 12 აგვისტოს გაიმართება. პირველი დაპირისპირება თურქულმა გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო.