ჩემპიონთა ლიგა: ოთხშაბათის მატჩების პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი iveriabet.com ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩების ანონსს გთავაზობთ. ყველა მატჩი თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.

E ჯგუფი "ბაიერნი" - "მან სიტი"

D ჯგუფის და, შეიძლება ითქვას, დღის მთავარი მატჩი მიუნხენში გაიმართება, სადაც "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ სეზონშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ბავარიელებმა მანჩესტერში 1:3 იმარჯვეს, შინ კი 2:3 დამარცხდნენ. "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 3 ტურიდან 2 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მე-2 ადგილს იკავებს, "მან სიტიმ" კი პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩიდან 1 წააგო, 1 ფრედ დაასრულა. "ქალაქელები" ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებენ. ტრავმის გამო პეპ გუარდიოლას ერთბაშად 6 ფეხბურთელი დააკლდება -ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, რაფინია, რიბერი, შვაინშტაიგერი, ალკანტარა. საეჭვოა არიენ რობენის თამაშიც. რაც შეეხება "სიტის", ინგლისელები დისკვალიფიკაციის გამო ზაბალეტას, ხოლო ტრავმის გამო იოვეტიჩს მოისაკლისებენ, თუმცა ამ უკანასკნელმა შესაძლოა მაინც შეძლოს დღეს მინდორზე გამოსვლა.

"რომა" - "ცსკა"

ამ ჯგუფში, სავარაუდოდ, მე-3 ადგილისთვის "რომა" და "ცსკა" იბრძოლებენ. შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. აღსაბუშბავია, რომ მოსკოველებმა ბოლო 13 მატჩიდან 11 მოიგეს, 2 კი წააგეს. არმიელები ამჯერად რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიციას იკავებენ. "რომას" სერია ა-ს 2 მატჩიდან 2 მოგება აქვს. სხვათა შორის, ბოლო მატჩი "მგლებმა" ლევან მჭედლიძის "ემპოლისთან" ჩაატარეს და სეპეს ავტოგოლის წყალობით 3 ქულა მიითვალეს აქტივში. დისკვალიფიკაციის გამო, იტალიელებს დე როსი დააკლდებათ, რუსები კი ძაგოევსა და ვერნბლომს მოისაკლისებენ. როგორც ხედავთ, 3-ვე მათგანი დიდ ძალას წარმოადგენს გუნდებისთვის. ტრავმირებულია რომაელი სტროტმანი, ლენადრო კასტანის თამაში კი საეჭვოა. "ცსკას" ლაზარეთში ელმი, შშჩენიკოვი და ვიტინიო იმყოფებიან.

F ჯგუფი

"ბარსელონა" - "აპოელი"

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა რიხიანად დაიწყო. ახლა "ბარსელონას" ჯერია! რასაკვირველია, მატჩის უდავო ფავორიტად კატალონიელები მიიჩნევიან. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა შიდა ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. "ბარსამ" 3-დან 3 მატჩი მოიგო, "აპოელმა" კი 2-დან 2. ისიც უნდა ითქვას, რომ "ბარსელონამ" ბოლო 5 მატჩში 18 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არც ერთი არ მიუღია. არც ერთ გუნდს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. არც სერიოზული ტრავმები იქნება დღეს მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი. მცირე დაზიანება აქვთ დანი ალვეშს და ტომას ვერმაელენს. საეჭვოა ჯონ არნე რიისეს, ალონეფტისის და პაპაზოღლუს (ყველა "აპოელის" ფეხბურთელია) თამაში.

"აიაქსი" - "პსჟ"

F ჯგუფის მე-2 ადგილისთვის პრეტენციას "პარი სენ ჟერმენი" აცხადებს, თუმცა ვინ იცის, იქნებ იბრაჰიმოვიჩმა და კომპანიამ "ბარსელონას" უკან ჩამოტოვებაც მოინდომონ. "აიაქსს" ყოველთვის ძალიან სიმპატიური გუნდი ჰყავს, თუმცა "ამსტერდამ არენაზე" დღეს "პსჟ" ფავორიტის სტატუსით გავა. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ "პსჟ"-მ საფრანგეთის ჩემპიონატი არც თუ დამაჯერებლად დაიწყო. 5 ტურის შემდეგ მათი მონაგარი 9 ქულაა, რის გამოც გუნდი მისთვის უჩვეულო მე-5 პოზიციაზე დგას. ზუსტად ანალოგიური შედეგი აქვს "აიაქსს" ჰოლანდიის ერედივიზიონში - 5 ტური - 9 ქულა. ლორან ბლანს მნიშვნელოვანი მატჩის წინ დაცვის ხაზმა გაუჩინა საფიქრალი. მცირე ტრავმები აწუხებთ დავიდ ლუიზს და ტიაგო სილვას, თუმცა თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ორივე მათგანი დღეს ძირითადში იქნება. "აიაქსს" ტრავმის გამო ფიშერი დააკლდება.

G ჯგუფი

"ჩელსი" - "შალკე 04"

ჟოზე მოურინიოს შარშანდელი სეზონი "ჩაუვარდა", ამიტომ პორტუგალიელი ახდლიდან ეცდება სანატრელი ტიტულის დაუფლებას. ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატთა შორისაა, ამიტომ "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილი პუბლიკა დღეს "არისტოკრატებისგან" დამაჯერებლ გამარჯვებას ელის, მაგრამ "შალკე" ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა. გელზენკირხენელები დღევანდელ თამაშს ძალიან სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. გერმანელების ლაზარეთში 9 ფეხბურთელია მოთავსებული! დღეს თამაშს ვერ შეძლებენ ფარფანი, ფელიპე სანტანა, გორეცკა, კირხოფი, მატიპი და ა.შ. სამაგიეროდ, მწყობრში არიან და გუნდის დახამრებას შეძლებენ ჰუნტელაარი, მაიერი, ბოატენგი და დრაქსლერი. "ჩელსის" მხრიდან, საეჭვოა დიდიე დროგბას თამაში. სავარაუდოდ, აფრიკელი ფორვარდი ბოლო წუთებსი მაინც გამოჩნდება მწვანე მინდორზე. აღსანიშნავია, რომ "ჩელსის" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩი მოგებული აქვს, "შალკე 04" კი ბოლო 8 მატჩია მოგებას ვერ ახერხებს.

"მარიბორი" - "სპორტინგი"

სახელწოდებებიდან გამომდინარეც ცხადია, რომ ამ მატჩიდან განსაკუთრებულად ლამაზ და საინტერესო ფეხბურთს არ უნდა ველოდოთ. "მარიბორი" ამ ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია, "სპორტინგი" კი "შალკეს" შეეცილება მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში, თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, პორტუგალიელების მაქსიმუმი მე-3 ადგილი და ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გასვლაა. არც ერთ გუნდს არ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. მცირე დაზიანება აწუხებთ რაბიას და სედრიჩს (ორივე - "სპორტინგი"). "სპორტინგის" რიგებში დღეს ნანის გაბრწყინებას ელიან. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სამშობლოში დაბრუნებულ ვარსკვლავს დასამტკიცებელი მართლაც აქვს!

H ჯუგფი

"ბილბაო" - "შახტარი"

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ყველაზე სუსტი ჯგუფია ლიგის მიმდინარე სეზონსი. აქ არ არსებობს გამოკვეთილი ფავორიტი. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ფლეი-ოფისთვის ბრძოლა, ამიტომ თითოეულ აღებულ ქულას ოქროს ფასი აქვს. დონეცკელებს ბოლო 10 მატჩიდან 9 მოგება და 1 ფრე აქვთ. ბილბაოს "ატლეტიკმა" ბოლო მატჩი ლა ლიგაში "ბარსელონასთან" წააგო, მანამდე კი 3-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბასკებმა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ძალიან ძლიერი მეტოქე, "ნაპოლი" დაამარცხეს. "ბილაბომ" იტალიაში ფრედ, 1:1 ითამაშა, ესპანეთში კი ნეაპოლიტანელებს 3 გოლი გაუტანეს, საპასუხოდ, მხოლოდ 1 მიიღეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ატლეტიკი" ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა.

"პორტო" - "ბატე"

პორტუგალიელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, რის გამოც მცირე უპირატესობა მათ მხარეს იქნება, თუმცა "ბატე" ნამდვილად სერიოზული მეტოქეა, რაც ბელარუსელებმა უკვე ბევრჯერ დაამტკიცეს. "პორტოს" ბოლო 12 მატჩიდან 3 ფრე და 9 მოგება აქვს. "ბატემ" კი ბოლო 9 მატჩი არ წააგო - 6 მოგება და 3 ფრე. ტრავმის გამო მასპინძლებს გონსალო პასიენსია და ოლივერ ტორესი დააკლდებათ. "ბატეს" მხრიდან, საეჭვოა ტუბიჩის თამაში. მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: iveriabet.com poster2

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

დღეს, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

დღეს, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

დღეს, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

დღეს, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

დღეს, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

დღეს, 15:39

მორატა: "ფელიქსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, ჟოაო ფელიქსი შეაქო.

დღეს, 15:34

სარი: "როგორც ჩანს, რონალდუ უმჯობესდება ისე სწრაფად, როგორც არასდროს"

„იუვენტუსის“ მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „უდინეზესთან“ მატჩამდე გუნდის ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:29

მოურა: "მოურინიოს ტიტულების მოგება ტოტენჰემშიც შეუძლია"

„ტოტენჰემის“ შემტევმა, ლუკას მოურამ, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

დღეს, 15:26

"ჩელსიდან უნდა წავიდეს", - დეშამი ჟირუს თავს არ ანებებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ოლივიე ჟირუს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 15:22

"ახლა ყველა ვხედავთ, როგორი ფეხბურთელია", - ვალვერდემ რეალის საკუთრებაში მყოფი მოთამაშე შეაქო

„სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ „რეალის“ საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 15:16

ვალენსიას მწვრთნელი: "რეალს მესტალიაზე პრობლემა არ შეექმნება"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა, „რეალთან“ მოახლოვებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 15:12

საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა უკვე ცნობილია?

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მოგების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

დღეს, 15:09

ჩელსი ალონსოს გაყიდვას დათანხმდა და ფასიც დაადო

ლონდონურმა კლუბმა ესპანელი მცველი კონკრეტული თანხით შეაფასა.

დღეს, 15:09

ზიდანი: "მბაპე? ყველამ იცით, რომ მას კარგად ვიცნობ, მაგრამ პსჟ-ს პატივი უნდა ვცე"

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კვლავ კილიან მბაპეზე ჰკითხეს.

დღეს, 14:56

მანჩესტერი იანვარში 144-მილიონიან ორმაგ სუპერ-ტრანსფერს ამზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებას აპირებს.

დღეს, 14:53

კანტემ ჩელსიდან წასვლა გადაწყვიტა? ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ლონდონის „ჩელსის“ საყრდენ ნახევარმცველს, ნგოლო კანტეს, სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

დღეს, 14:24

"სრული სისულელეა", - კლოპს არ მოეწონა იდეა, რომელსაც მხარს ინგლისური გუნდები უჭერენ

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია.

დღეს, 14:21

სოლსკიაერი: "დარწმუნებული რომ არ ვიყო, იუნაიტედს არ ჩავიბარებდი"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდში მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 14:18

როისი: არბიტრმა მითხრა: "ხელი იყო, მაგრამ პენალტს არ დავნიშნავ", რა საჭიროა ეს ცირკი

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა, მარკო როისმა, „მაინცთან“ შეხვედრაში საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:15

"მაკგრეგორი თავისი დონით მეორე დივიზიონშია", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორისა და დონალდ სერონეს ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:54

"გერმანულ ფეხბურთს უნდა შეეჩვიოს", - ბაიერნი კოუტინიოს გამოსყიდვას არ ჩქარობს

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ფელიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:44

"მესი და რონალდუ ერთ დონეზე არიან", - ედეგორი

"რეალ სოსიედადის" შემტევმა, მარტინ ედეგორმა, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:34

"არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - ნეიმარის მამა, შვილის კარიერის შესახებ

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის მამამ, თავისი შვილის მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:27

Corriere dello Sport-ის მორიგი არაკომპეტენტურობა - კონტემ პროტესტის ნიშნად პრეს-კონფერენცია გააუქმა

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ფლორენციის "ფიორენტინასთან" წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გააუქმა.

დღეს, 11:13

ახალი ბრაზილიელი - კოუტინიო ბაიერნის ისტორიაში შევიდა

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული, ფელიპე კოუტინიო თავისი კლუბის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 10:52

ლივერპულის მეტოქე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ცნობილია

"ლივერპულის" მოწინააღმდეგე ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ცნობილია.

დღეს, 10:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10